საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ.
პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:
- შემოვიდნენ საქართველოში თავისუფლად, ვიზის გარეშე – 13% უჭერს მხარს;
- დაარეგისტრირონ ბიზნესი – 7% უჭერს მხარს;
- შეიძინონ ქონება – 4%;
- არცერთს ზემოთ ჩამოთვლილიდან – 79% უჭერს მხარს;
- არ ვიცი/უარი პასუხზე – 5%.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 37% ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეები არ უნდა შემოვიდნენ საქართველოში, სანამ არ დაგვიბრუნდება ოკუპირებული ტერიტორიები:
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 34% მკაცრად ეწინააღმდეგბა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, ხოლო 23% მხარს უჭერს, პირდაპირ ავიამიმოსვლას ნაწილობრივ მხარს უჭერს 25%, ხოლო ნაწილობრივ ეწინააღმდეგება 12%. კითხვას არ ვიცი/არ უპასუხა – 6%-მა.
კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%.
კომენტარები