ACT-ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მოსახლეობის 87% თვლის, რომ “უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის.
მოსახლეობის 96%-ს მიაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სრულად ან ნაწილობრივ საქართველოსაც ეხება.
მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა გაიმარჯვებს.
20%-მა კი არ იცის ვინ იქნება გამარჯვებული.
12% აცხადებს, რომ ომში რუსეთი გაიმარჯვებს.
5% აღნიშნავს, რომ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.
მოსახლეობის 88%-ს სურს, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს.
რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებული რუსეთის ხილვა სურს ქვეყნის მოსახლეობის – 1%-ს.
ACT-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 17%-ისთვის მოსალოდნელი იყო ომი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 31%-ისთვის – უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო 49% საერთოდ არ ელოდა რუსეთის მხრიდან უკრაინასთან ომის დაწყებას.
საქართველოს მოქალაქეების 72% შიშობს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგი საქართველო იქნება.
გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ რუსეთი შესაძლოა მაინც შემოიჭრას, მიუხედავად ომის შედეგებისა.
მოსახლეობის 91% მიიჩმნევს, რომ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა რუსეთის მხრიდან არის სამხედრო დანაშაული.
რაც შეეხება რუსეთის მიმართა დამოკიდებულებას, მოსახლეობის უმრავლესობა – 84% პირდაპირ ამბობს, რომ “რუსეთი მტერია”. მათი რიცხვი, ვინც ამ აზრს არ იზიარებს, 11%-ს არ აღემატება.
ACT კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა. აღნიშნული კვლევა 4-6 მარტის ჩათვლით სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 809 ადამიანი. შერჩევის ცდომილებამ 2,4% შეადგინა.
აღნიშნული კვლევის შედეგები გადაცემა გიორგი თარგამაძის ფორმულაში წარადგინეს.
კომენტარები