“საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპულ ოჯახშია. მე შევხვდი ბევრ ქართველს, რომლებსაც მართლა სურთ იყვნენ ევროკავშირში. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კომისიისგან მოვისმინეთ, რომ მთავრობა მოლოდინებს არ ამართლებს”. – ამბობს გერმანიის ევროპისა და კლიმატის მინისტრი, ანნა ლურმანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრთა არაფორმალური შეხვედრის წინ.
ლურმანის თქმით, საქართველოში პრობლემებია კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმების მიმართულებით.
“რეფორმების სიჩქარე არ არის საკმარისი და აშკარაა, რომ საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ხელისუფლებისგან ითხოვენ, შეასრულოს ეს პრიორიტეტები არა მხოლოდ ევროკავშირში გასაწევრიანებლად, არამედ იმიტომ, რომ ეს დაეხმარება საქართველოს გახდეს უფრო თავისუფალი და კანონის უზენაესობაზე დამყარებული ქვეყანა. კომისიისგან მოვისმინეთ, რომ კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმების მხრივ ბევრი პრობლემაა. გერმანიისთვის აშკარაა, რომ ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველო ევროკავშირში და მხარს ვუჭერთ ყველა ქართველს, ვინც სურს ამ გზას გაყვეს”. – ამბობს ლურმანი.
კომენტარები