უკრაინის რადას დეპუტატი, გალინა აიჩენკო “ტვ პირველთან” ამბობს:
“ძალიან ცინიკურია რომ რუსი კაცები კუდამოძუებულნი გარბიან საქართველოში, იმ საქართველოში, სადაც 2008 წელს შედიოდნენ ტანკებით. ეს ცინიზმის ზენიტია და რუსეთის სრული ნგრევის მაჩვენებლია.
მინდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რუსებს ახვედრებენ, რომ არ არიან მოხარულნი მათი აქ ყოფნით, ახსენებენ 2008 წლის თავდასხმას, როცა საქართველოს მოქალაქეებს კლავდნენ, ცდილობდნენ საქართველოს რეგიონების დაპყრობას და პარალელს ავლებენ ყველა იმ სიმხეცესთან, რასაც ეწევიან უკრაინაში – დიდი მადლობა გადავუხადო. მადლობა საქართველოს ყველა ასეთ აქტიურ მოქალაქეს, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და გააგრძელეთ.
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებებ იმოქმედოს, შეამციროს რუსი მამაკაცების შემოსვლა საქართველოში, ბალტრიისპირეთის ქვეყნებმა უკვე ტრანზიტიც კი აკრძალეს თავისი ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისა, ფინეთი შეუერთდა ამ პროცესს, ვფიქრობ საქართველოს მთავრობას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ან როგორც ალტერნატივა, შემოიღოს ძვირადღირებული ვიზები, რომ რუსებმა გაათვიცნობიერონ, უტინის მარაზმის გამო რა საფასურის გაღება უწევთ და როგორ ზალარდებიან, მათ შორის, ფინანსურად.
კომენტარები