სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, თქვა:
“ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიდა ბრძოლა მიმდინარეობს ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო. ნათელია, რომ საქართველოს ხალხს სურს, იყუროს დასავლეთისკენ, ევროპისკენ, მათ უნდათ დემოკრატია. სენატორი რიში და მე იქ ვიყავით 2012 წელს არჩევნებზე დასაკვირვებლად, როცა ქართულმა ოცნებამ მმართველობა გადაიბარა.
რაც ახლა ვიხილეთ, ისაა, რომ საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო მიდის ავტოკრატიისკენ, ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება 2024 წლის არჩევნები. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი როლი, რომ მხარი დავუჭიროთ ამ არჩევნებს და იმედია, მხარს დავუჭერთ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას.”
კომენტარები