გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება X -ზე ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
“ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის,” – წერს გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
“დიდი მადლობა ჟიგიმანტას პავილიონისს, ბოგდან კლიჩს, პაველ ფიშერს, სებასტიან ტინკინენს იმისთვის, რომ შემოგვიერთდნენ თბილისში ვიზიტისას. ჩვენ წარმოვადგენთ განსხვავებულ პარტიებს, ქვეყნებს, ტრადიციებს, რწმენას. მაგრამ ყველა საქართველოს მეგობრები ვართ. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის,” – წერს როთი.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ მათთან საუბარზე უარი განაცხადა და მათ მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა:
“საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა. ჩვენ აქ არ ვართ სასწავლებლად, აქ ვართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, მიგვიღო. მაგრამ არა პარლამენტში, არამედ “ქართული ოცნების” ოფისში გვიმასპინძლა,” – წერს როთი.
tvpirveli
კომენტარები