,,ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
,,— ახალი პოლიტ-ანეგდოტი
— საქართველოს მთავრობის ანგარიშიდან ირკვევა რომ საქართველო ეკონომიკის ზრდით საგრძნობლად უსწრებს ევროკავშირის ქვეყნებს ‼️‼️‼️
— ანუ გამოდის რომ ევროკავშირში შესვლის შემთხვევაში საქართველოზე ჩამორჩენილი ევროკავშირის ქვეყნები ჩვენს ეკონომიკას უნდა ჩამოეკიდონ და ეს მაჩანჩალები ჩვენს ხარჯზე უნდა იყვნენ ‼️
— როდესაც ასე მოხდა ბრიტანეთის შემთხვევაში , როდესაც ბრიტანეთის ეკონომიკამ საგრძნობლად გაუსწრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკას – გამოაცხადეს “ბრექსიტი ” და ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან ‼️‼️‼️
— თუ საქართველო ისეთი აყვავებულია,როგორც დღეს გვითხრეს – მაშინ საქართველომაც უნდა მიბაძოს ბრიტანეთს,გამოაცხადოს უარი ევროკავშირის სტატუსზე და ამითი ჩამოიცილოს ჩვენზე დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნები ‼️
— მეტი საქმე არ გვაქვს რომ ჩვენნაირმა გაფურჩქნულმა და აშენებულმა ქვეყანამ ეს მუქთამჭამებლები და ჩამორჩენილი ეკონომიკის ქვეყნები ( გერმანია,ბელგია,საფრანგეთი,იტალია და ა.შ. ) აიკიდოს და არჩინოს ‼️‼️‼️
P.S. ფრთხილად ქართველებო – 2024 წელს საქართველოს ეკონომიკის არნახული აყვავების ფონზე ახლა დაიძრება ფრანგი, გერმანელი,ავსტრიელი და იტალიელი არალეგალი ემიგრანტები ევროპის ქვეყნებიდან ,დაგვიწყებენ ხვეწნას ზესტაფონში ან ლანჩხუთში მოხუცების მომვლელებათ დაგვასაქმეთო”
კომენტარები