საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 13 ნოემბერს „ჯვაროსნებმა“ საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშეს.
წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს კი ჩვენი გუნდი ჩეხეთს ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.
დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. ნოემბრის სანაკრებო შეხვედრებისთვის ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“ არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი);
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), საბა კვირკველია („დინამო თბილისი“), ლაშა დვალი (აპოელ, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო თბილისი“);
ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა“, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).
კომენტარები