სამი თვეა საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა. სინამდვილეში სუს-მა ამოიღო, – ამ შინაარის პოსტი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის Facebook-ზე გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტა განმარტებას აკეთებს, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს:
„აღნიშნულ გზავნილთან დაკავშირებით „საქართველოს ფოსტა“-მ გამგზავნის განცხადების საფუძველზე განახორციელა დეტალური მოკვლევა, რომლის შედეგებიც გადაეგზავნა გამგზავნს, სადაც დასტურდება გზავნილის ჩაბარება ადრესატისთვის. შესაბამისად, გზავნილი არ დაკარგულა“, – აცხადებენ „საქართველოს ფოსტაში“.
ირაკლი ოქრუაშვილი კი ზემოთხსენებულ პოსტში წერს, რომ სტრასბურგში გასაგზავნი საჩივარი მეგობარს ხელახლა ამოაბეჭდინა, ბილეთი უყიდა და 2 კვირის წინ გაამგზავრა.
კომენტარები