იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის თქმით, ის გიორგი რურუას არ შეიწყალებს.
“მას თავის განცხადებაში ჰქონდა საკმაოდ პრინციპული ტონი, პოზიცია და ეს არის მისი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ თვალში საცემ საკონსტიტუციო რეალობას, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, რაც შეეხება შეწყალებას და ნებისმიერ სხვა პოზიციას, არის დამოუკიდებელი.
ვერ წამომიდგენია, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო მის განცხადებაზე თუ არა ის, რომ მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით”, – განაცხადა წულუკიანმა.
კომენტარები