ვრცელდებოდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ აქციის დაანონსების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ბაქოში გაემგზავრა. თუმცა ცოტა ხნის წინ ის აქციაზე გამოჩნდა.
სალომე ზურაბიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტი შეკრებილ ხალხს ესალმება და სეირნობს.
ცოტა ხანში გამოჩნდება, რამდენად ხალხმრავალი იქნება აქცია, თუმცა, წინაწარ ცნობილია, რომ მასში მონაწილეობაზე პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ უარი იმთავითვე განაცხადა, რადგან მათი აზრით, დღევანდელი აქცია 20 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების კონტრაქციად წარმოუდგენიათ.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად არიან ევროკავშირის ელჩი და სავაერაუდოდ, ელოდებიან ამერიკის ელჩს, კელი დეგნანსაც.
ამ წუთებში აქციას შეუერთდნენ პარტია ,,ლელოს” წევრებიც.
როგორც ცნობილია, დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნება .
კომენტარები