დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა:
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მონიტორონგს ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად ევროპის ქვეყნებში, სადაც საკმადო სერიოზულია ეპიდსიტუაცია კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს დაკვირვება და საავადმყოფოებშია 20-მდე საქართველოს მოქალაქე, ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება და ამის ზუსტი ინფორმაცია აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს. დღეიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მჭიდრო კომუნიკაცია იქნება ჩვენს ეპიდემიოლოგებს, კლინიცისტებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შორის, რათა მოხდეს თითოეულ მოქალაქესთან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მკურნალობაზე იმყოფებიან, რომ მათთან ჩვენგან იყოს მჭიდრო კომუნიკაცია. როგორც მოქალაქეებთან, ასევე მედპესონალთან. სამწუხაროდ გვაქვს საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებში გარდაცვალების შემთხვევა, ესპანეთში. ხანდაზმული მოქალაქის, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსთან ერთად მრავალი რისკფაქტორი, ანუ რამდენიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება. მოგეხენებათ, ამ ინფექციისთვის მთავარი რისკფაქტორია ასაკი და თანხმლები დაავადებები“
კომენტარები