საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს.
საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში, ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.
„ამასთან, ზემოაღნიშნულ საათებში და შაბათ-კვირას, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მოქალაქეებს ეკრძალებათ საქალაქთაშორისო მიმოსვლა. ზემოაღნიშნული შეზღუდვები ამოქმედდება მ/წლის 14 აპრილიდან და გაგრძელდება მომავალი ორი კვირის განმავლობაში.
ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში! დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“,- აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები