ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი:
“ახლა როცა ემოციები ჩაცხრა და ცივ გონებაზე შეგვიძლია განსჯა, მინდა რამდენიმე საკითხს შევეხო ნუცას American Idol-ში მონაწილეობის პროცესის თაობაზე, კერძოდ რა შეიძლება გაკეთებულიყო, რომ ნუცას ამერიკელების ხმებიც აეღო და ასევე ბულინგი, აგრესია, დისკრიმინაცია, ზიზღი შესუსტებულიყო ქართველი მონაწილის მიმართ.
თავდაპირველად, ნუცას მინდა ვუთხრა, რომ ამერიკამ მისი სახით ნამდვილად კაშკაშა ვარსკვლავი იპოვა და როგორც ლაიონ რიჩმა თქვა, ამ შეთხვევაში, ციფრებს არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს! ამერიკა ნუცას არ დაკარგავს!
ახლა უმთავრესი, თავად შოუს American Idol-ის ორგანიზატორებმა და ABC არხის მესვეურებმა, ვისაც ეს შოუ ეკუთვნის, თავიდანვე შეცდომა დაუშვეს, როცა არათუ განცხადების, არამედ პრეს-რელიზის სახითაც კი არ ამცნეს ამერიკულ საზოგადოებას, კონკურსში ახალი წესის შემოღების თაობაზე, კერძოდ უცხოელის მონაწილეობასა და მის სავიზო სტატუსზე.
მეორე, საქართველოს საელჩოს ამერიკაში და კულტურის სამინისტროს თბილისში, ერთობლივად უნდა მიემართათ შოუს ორგანიზატორებისათვის და ტელევიზიის მესვეურთათვის და ეთხოვათ გაეკეთებინათ განცხადება თუ რატომ დაუშვეს ქართველი კონკურსანტი და რა წარმატების მომტანი იყო ეს თავად შოუსთვის.
მესამე, ისევ საქართველოს საელჩოს, კონკურსის დაწყებამდე უნდა ემუშავა, როგორც ამერიკულ აუდიტორიაზე, ისე სხვადასხვა დიასპორაზე – უკრაინელების, აზერბაიჯანელების, სომხების, უზბეკებისა და ასე შემდეგ გარკვეული შეხვედრების სახით, სადაც მათ ნუცას გააცნობდა.
22 მილიონი ხმა შევიდა American Idol-ში და დღეს უკვე ამერიკული პრესა აღნიშნავს, რომ გარკვეულწილად ამ ხმების გაზრდის მიზეზი ქართველი კონკურსანტის მონაწილეობაც იყოო. უდიდესი მობილიზება და მხარდაჭერა გასწია ამერიკის ქართულმა ემიგრაციამ! რიგითმა, ჯანსაღად მოაზროვნე ქართველმა ემიგრანტება, თავი არ დაზოგეს ნუცასთვის ხმების გასაგზავნად!
და ბოლოს, ყველაზე მთავარი, რაც მინდა ვუთხრა ნუცას და საქართველოს, ამერიკაში საბედნიეროდ უმრავლესობა საღად მოაზროვნეა და ნამდვილად შეუძლია ნიჭისა და პროფესიონალიზმის დანახვა!!! სოციალურ ქსელში კი ჰეითერების კომენტარები საბედნიეროდ ამერიკის უმცირესობას შეადგენს. ესენი ძირითადად, ინგლისურად ვიტყვი, bullheaded ნაციონალისტები არიან, რომელთაც თავადვე უჭირს ინტეგრაცია და საკუთარი ადგილის პოვნა ამერიკაში! ასე რომ, როგორც ამერიკელები იტყვიან, lessons learned და მადლობა ამერიკას და ნუცას საუკეთესო გამოსვლებისთვის!!!”
კომენტარები