ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე:
“ბოლოს 5 ოქტომბერს დამირეკა და დაბადების დღე მომილოცა.
დღეს კი 21-ე საუკუნის საქართველოს სინდისი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა.
ერთხელ ერთ-ერთმა სააგენტომ ჩემი პოსტი წაიღო.
შემოვარდა ვიღაც ნაცი და ჩემს გასალანძღად კომენტარში დაწერა – შეხედეთ ამ გაბრიჭიძეს, პატარა რეზო ამაშუკელიაო.
დიდი მადლობა უცნობო ნაცო ქალბატონო, ასეთ საქებარ სიტყვებს ვერავინ მეტყოდა.
დიდი მადლობა ბატონო რეზო მეგობრობისთვის.”
კომენტარები