„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ისანში ე.წ. დაშლილების ბაზრობა მოინახულა და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნო. ვაშაძის თქმით ბაზრები, რომლებიც მანქანების და ნაწილების რეექსპორტით მუშაობდა უმძიმეს ვითარებაშია, რადგან საქართველოს საზღვრები კვლავ ჩაკეტილია და მეზობელი რეგიონებიდან ვერ ახერხებენ შემოსვლას. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით ქვეყანას სჭირდება ხალხზე მოფიქრალი, პროფესიონალი მთავრობა და ქვეყანაში არსებულ უსამართლობას მალე დაასრულებს
„ისანში ე.წ „დაშლილების ბაზარში“ ,სადაც უმძიმესი ვითარებაა: მთლიანად გაჩერებულია ბაზარი და არის მძიმე ვითარება, რადგან ხელისუფლება აბსოლიტურად გაუგებარი მიზეზების გამო საზღვრებს არ ხსნის, რასაც თავისი პოლიტიკური მიზნები აქვს და რაც ყველაზე ცუდია: მთელი მსოფლიო ხნის საზღვრებს და ჩვენ ისევ დაკეტილები ვართ. ეს ბაზრები, მანქანების და ნაწილების რეექსპორტი სწორედ მუშაობდა რეგიონის თვალსაზრისით სომხეთიდან, აზეირბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ და ნაწილებს ყიდულობდნენ. ამ საქმეს მივაქცევთ ყურადღებას და საქართველოს სჭირდება პროფესიონალი და ხალხზე მოფიქრალი მთავრობა. სხვაგან არის ხალხი და სხვაგან არის მთავრობა, სწორედ ეს არის რეალული პრობლემა და უსამართლობა, რაც ეხლა ქვეყანაში ხდება და ამას ჩვენ დავამთავრებთ“ – გიორგი ვაშაძე
კომენტარები