ჟურნალისტი დმიტრი გორდონი ,,ფორმულას” ეთერში აცხადებს:
,,უკრაინამ უნდა დაინახოს საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერა. ის, რომ მილიონობით ქართველი ჩვენ მხარს გვიჭერს, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მადლიერები ვართ ამ მხარდაჭერისთვის, ჩვენ ამას ვგრძნობთ. გვიყვარს საქართველო, გვიყვარს ქართველები, ეს ჩვენ ხალხს შორის ძმური სიყვარულის, მეგობრობის და პატივისცემის კავშირია, რაც არ შეიძლება ითქვას საქართველოში მმართველ, ივანიშვილის პროკრემლისტურ რეჟიმზე. საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ანექსირებულია და საქართველო, ვითომც არაფერი ისე, აგრძელებს კომუნიკაციას და მეგობრობას რუსეთთან. მე ეს არ მესმის და მთელ მსოფლიოს არ ესმის ეს.
თქვენს ქვეყანას 2008 წელს ფაშისტურმა რუსეთმა ტერიტორიის ნაწილი წაართვა და სასწაულებრივად, ვერ შევიდა თბილისში და ვერ წაართვა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ამის მიუხედავად, როგორც არაფერი ისე, თქვენს ქვეყანას აქვს დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან, იღებს ასი ათასობით რუსებს საკუთარ ტერიტორიაზე, ვაჭრობს აგრესორ ქვეყანასთან, არ გგონიათ, რომ ეს უცნაურია? “
კომენტარები