ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩვენს ქვეყანაში არსებობს უამრავი ოჯახი, რომლის კეთილდღეობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. უამრავი ადამიანი ხარობს ერთმანეთით დღეს, რადგან მათი მკურნალობის ხარჯები ბატონმა ბიძინამ აიღო საკუთარ თავზე. ბევრი ოჯახი გადაურჩა შიმშილით სიკვდილს, იმ შავბნელი წლებიდან მოყოლებული, რადგან ბატონი ივანიშვილი ზრუნავდა მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და ეს გრძელდებოდა თითქმის სამი ათეული წელიწადი.
ყველაზე დიდი და ფასეული საჩუქარი, რაც ბატონმა ბიძინამ გაიღო ჩვენთვის, არის სულიერი სიმშვიდე,თავისუფლების ხელახალი შეგრძნება იმ ტყვეობის შემდეგ,რაც მიშას რეჟიმმა მოგვიტანა….
და რაოდენ დასანანია, რომ დღეს, საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, ამ უდიდესი მამულიშვილის ღვაწლს ვერ ხედავს, ხოლო დანარჩენი მსოფლიო ქედს იხრის ბატონი ივანიშვილის მიმართ, არასოდეს ტოვებს ყურადღების მიღმა მის ქველმოქმედებას და საჯაროდ გამოხატავს მის მიმართ უსაზღვრო პატივისცემას, რისი თვალსაჩინო მაგალითიც გახლავთ საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ ბატონი ბიძინასთვის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის წოდების მინიჭება, ხოლო მე, კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ ნათელი მომავლისთვის, რომელიც ჩვენს შვილებს აჩუქა!
კომენტარები