გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ საქართველოში ბევრი ბავშვია, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, რაც 21-ე საუკუნეში, განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, მნიშვნელოვანი პრობლემაა:
„ბევრი ბავშვია, რომელსაც არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, შესაბამისად, როდესაც პანდემიის პირობებში, ყველაფერი გადავიდა დისტანციურ რეჟიმში, მათ შორის განათლებაც, რასაკვირველია, იმ ბავშვებს, რომლებსაც არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტთან, არ მიუწვდებათ ხელი განათლებაზე. ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა. არა მხოლოდ პანდემიის პირობებში, საერთოდ 21-ე საუკუნეში. ვფიქრობთ, რომ ყველა ბავშვს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ინტერნეტზე, რადგან ინტერნეტის გარეშე შეუძლებელია ვილაპარაკოთ განვითარებაზე და განათლებაზე
საქსტატის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვების გარკვეული ნაწილი ჩართულია არასათანადო შრომით საქმიანობაში, რამაც შესაძლოა გავლენა მათი განათლების მიღების ხარისხზეც მოახდინოს.
კორონავირუსის სწრაფად გავრცელებისადმი განსაკუთრებით დაუცველნი არიან ისეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, სადაც სივიწროვეა ან არ არის სათანადო პირობები, ხელსაბანი, სხვა სანიტარიული კვანძები და საშუალებები. გაერო-ს ბავშვთა ფონდის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მიხედვით, საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები. შესაბამისად, უფრო მაღალია ასეთი ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი. მიმდინარე კრიზისის პერიოდში ყველა ბავშვმა უნდა განაგრძოს სწავლა და შეძლოს სკოლაში უსაფრთხოდ დაბრუნება. ელექტრონული ინსტრუმენტებისა და ინტერნეტის კავშირის, შინ სათანადო სასწავლო გარემოს და მშობლების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, ისედაც გარიყული ბავშვები ჩამორჩენის საფრთხის წინაშე იმყოფებიან. ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების ინტერნეტზე, თამაშისა და სწავლის შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას ხელს უშლის ასევე ხარისხიანი ინტერნეტის ნაკლებობა. საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი“
კომენტარები