მარინა ენდელაძის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში სულ 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამჟამად, ჩვენს ცენტრში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, უმეტესობის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე და მძიმე. გვყავს კრიტიკული პაციენტები, მაგრამ ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის 7 714 აქტიური შემთხვევაა.
„ქვეყანაში კოვიდინფიცირების 7 714 აქტიური შემთხვევაა, აქედან 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 613 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 124 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 887 ადამაინს დაუდასტურდა, 242 გამოჯანმრთელდა.
კომენტარები