საქართველოში ინიციატივის “გაუზიარე სინათლე” ფარგლებში, ადამიანები უკრაინისთვის გენერატორების საყიდლად თანხას აგროვებენ და როგორც თავად აცხადებენ, იმედი ჰქონდათ, რომ 100 გენერატორის საყიდელ თანხას მოაგროვებდნენ, მაგრამ უკვე 200 გენერატორის საყიდლად სამყოფი თანხაა მოგროვებული.
ამ ინიციატივაზე წერს უკრაინული მედია.
„გააზიარე სინათლე“ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებმა უკრაინისთვის 200 გენერატორისთვის თანხა 8 დღეში შეაგროვეს. აქცია 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.
მონაწილეობა 1176 ადამიანმა მიიღო, კიდევ 9 ადამიანმა გენერატორი ჩააბარა.
გენერატორებს კიევში 24 დეკემბერს ჩამოიტანენ და ჩვენს დედაქალაქში მათ პარტნიორი ორგანიზაციები გადაანაწილებენ იმ ობიექტებს შორის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ყველა გენერატორს ექნება სტიკერები იმ ადამიანების სახელებით, ვინც მათ შეძენაში დაეხმარა.
გენერატორები და ტრანსფორმატორები უკრაინისთვის ამ დღეებში მრავალი ქვეყნიდან იგზავნება. ევროპარლამენტმა დაიწყო კამპანია „იმედის გენერატორები“, რომელმაც უკვე მოიცვა ევროპის 200-ზე მეტი დიდი ქალაქი.
7 დეკემბერს საქართველომ განაცხადა, რომ ის დაეხმარება ლტოლვილებს, მაგრამ არ გაუწევს სამხედრო დახმარებას უკრაინას.”
შეგახსენებთ ანგარიშის ნომრებს:
კომენტარები