,ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა:
“რეალურად, საქართველოში აგრესიული ტესტირება დაწყებულია, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ის მიზნობრივი ტესტირება არის აგრესიული ტესტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ვახორციელებთ მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში, ასევე ყველა რეგიონში, სადაც დაფიქსირდა დიდი კერა და კლასტერი
ეს არის აბსოლუტურად სწორი ტაქტიკა. როცა ჩვენ ჩვენს უცხოურ კოლეგებთან კონსულტაციებს გავდივართ, მათი მიდგომაც სწორედ ისეთია, როგორიც აქვს საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა გაგრძელდება ისეთი, როგორიც არის, რადგან ეს არის ერთ-ერთი და ერთადერთი ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ჩვენი მხრიდან ხორციელდება.
რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ ეს რიცხვიც არის მუდმივად ცვლადი, რადგან საკმაოდ დიდი ქსელი არის საქართველოში გაშლილი, სადაც კლინიკებში ხდება პაციენტების ტესტირება და მიზნობრივი ტესტირება. აქედან გამომდინარე მარაგების რაოდენობა არის ცვლადი, ყოველ წუთსა და საათში.
ჩვენი მომარაგება მუდმივ რეჟიმში მუშაობს, ეტაპობრივად შემოგვდის -10-20-40 ათასის ტესტები. რიცხვები, რომლებიც დღემდე იყო დაანონსებული, ყველანაირი შეფერხების გარეშე ქვეყანაში შემოდის და აქედან გამომდინარე მიზნები, რაც გააჩნია სახელმწიფოს მოსახლეობის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, აუცილებლად იქნება უსაფრთხოდ დაცული“
კომენტარები