184 გამოჯანმრთელებული, 539 ინფიცირებული, 550 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, 5243-ი კარანტინის რეჟიმში, სამი უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე და 6 გარდაცვლილი – ასეთია ამ დროისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება საქართველოში. თბილისის ინფექციური საავადმყოფის ბოქსირებულ განყოფილებაში 41 ადამიანი მკურნალობს, ყველა პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები