ამერიკის საელჩოს ინფორმაციით საქართველოში ამერიკელი კონგრესმენები ჩამოდიან. დელეგაციას აშშ-დან, სენატორი კრის კუნსი უხელმძღვანელებს. დელეგაცია საქართველოს გარდა იტალიასა და საფრანგეთშიც გაემგზავრება.
“დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენი სტეფან მერფი, კონგრესვუმენი ქეით ლირაისი, კონგრესმენი დევიდსისილინი და კონგრესმენი ტედ დოიჩი.
დელეგაცია შეხვდება აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში, რათა განიხილონ ტრანს-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კოვიდ-19 პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა.” ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები