პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე:
“ჩემი ვარაუდით საქართველოში ინდური შტამი უკვე შემოსულია. მალე, ალბათ, ოფიციალურადაც დამეთანხმებიან.
ხომ გახსოვთ, იანვარში რომ ვთქვი, ბრიტანული შტამი შემოვიდა-თქო, გამლანძღეს, დღეს კი თვითონვე ამბობენ, რომ ბრიტანული შტამი 90%-ითაა გავრცელებული.
თურქეთმა ქვეყანა ჩაკეტა. მათ ეკონომიკას ძალიან სჭირდებოდა ტურისტები, მაგრამ ჩაკეტეს. დაფიქრდით. თურქეთი, რომელიც ძალიან ბიზნესორიენტირებული ქვეყანაა, თურქეთის მთავრობა, რომელიც ძალიან ორიენტირებულია ტურიზმზე, ჩაკეტვის გადაწყვეტილებას იღებს. არ დაგავიწყდეთ, თურქეთში მასიურად ხდებოდა ვაქცინირება ჩინური ვაქცინით.
რაც შეეხება ინდოეთს, ჩატარდა არაერთი კვლევა, რამაც აჩვენა, რომ რეალურად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 30-ჯერ მეტია, ვიდრე ტესტირების შედეგადაა გამოვლენილი.ინდოეთში ახალი შტამი ვრცელდებოდა ოქტომბრიდან, მაგრამ გარკვეულმა შტატებმა დამალეს სტატისტიკა, რადგან 5 შტატში არჩევნები იყო ჩასატარებელი. ასევე ჩატარდა დიდი რელიგიური დღესასწაული. ესეც პოლიტიკური ნაბიჯი იყო, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ყველაფერი უსაფრთხოა. 5 შტატში ჩატარებული არჩევნებისა და ამ დიდი რელიგიური რიტუალის გამო ქვეყანაში აფეთქდა ეპიდსიტუაცია. ეს არის მწარე მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცნენ ქვეყნები. ვინაიდან ინდოეთის მთავრობა მალავდა ვირუსის სტატისტიკას პოლიტიკური მიზეზების გამო, ოქტომბრიდან ინდოეთის მოქალაქეები მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ და გადაჰქონდათ ვირუსი. დღეს უკვე 20 ქვეყანაში დაქფისირდა ეს ვირუსი, ჩვენთან ლაბორატორიებმა რომ კვლევები დაიწყონ, ამ ვირუსს იპოვიან. საქართველოში აფეთქება იმიტომაა, რომ გვაქვს ინდური და ბრიტანული შტამი ერთად”
წყარო – REPORT.GE
კომენტარები