დამოუკიდებელი რუსული მედიის, Mediazona-ს ჟურნალისტი, დევიდ ფრენკელი და მისი ცოლი, ვარია ზლოი Twitter-ზე განცხადებას ავრცელებენ.
დევიდ ფრენკელი:
“მომწონს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება წერს, რომ ყველა უარის გადაწყვეტილებას მესაზღვრეები ადგილზე იღებენ. 14 საათის განმავლობაში ისინი სადღაც რეკავდნენ, მხრებს იჩეჩავდნენ და ხანდახან ბოდიშსაც კი იხდიდნენ იმის გამო, რომ თავადაც არ იცოდნენ და პასუხს სადღაც ზემოდან ელოდნენ. საბოლოო ჯამში უარი მივიღეთ. არ გვაჭმევდნენ, თუმცა, ამ საცოდავობის გამო დივანთან მიგვიშვეს”
ვარია ზლოი:
“40 საათი ვიყავით გზაში, 8 საათი ვიდექით რუსეთი საზღვართან, 14(!) საათი ველოდებოდით ქართულ მხარეს, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი მეუღლისთვის ეთქვათ უარი საქართველოში შესვლაზე”
Мне нравится, что грузинские власти пишут, что все отказы на месте принимают пограничники. Они 14 часов куда-то звонили, разводили руками и иногда даже извинялись, что они сами не знают и ждут откуда-то наверху ответа. В итоге отказ. Не кормили, но из жалости пустили на диван https://t.co/VfY5QBhQiP
— Dave Frenkel (@merr1k) March 10, 2022
კომენტარები