საქართველოში აშშ-ის საელჩო კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება.
„ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო შეძრა NBA-ს ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა კალიფორნიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად.
კობი გვემახსოვრება თავისი დიდებული ნიჭისა და შეუდარებელი წვლილისთვის მოედანსა და მის მიღმა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ვიზიარებთ ამ მწუხარებას“, – წერია საელჩოს განცხადებაში.
კომენტარები