საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 35 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 371 შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 314 პირს დაუდასტურდა, 4 519 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 14 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 5 579 შემთხვევა გამოვლინდა, 1 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 50 კი გარდაიცვალა.
კომენტარები