საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 832-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“ 897 ადამიანს დაუდასტურდა, 196 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი, შვიდი კი გარდაიცვალა.
კომენტარები