მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“საქართველოში ჯანდაცვის სფეროში მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი დანახარჯების ყველაზე დიდი პროცენტი მოდის წამლებზე. ყველა ლაპარაკობს ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ ნაბიჯები …
ამ დროს ერთ მდიდარ ქვეყნაში, სადაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და მათ დანახარჯებზე ფიქრი მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია, ასეთი სისტემა აქვთ შექმნილი
მედიკამენტების სააგენტო ადგენს მაქსიმალურ ფასებს ყველა იმ მედიკამენტზე რომელიც დანიშნულებით გაიცემა და რომლითაც შეუძლია აფთიაქს ამ მედიკამენტის შესყიდვა.
მაქსიმალური ფასი გამოითვლება შემდეგნაირად. იღებენ 3 ყველაზე დაბალი საბაზრო ღირებულების ფასს სხვა ქვეყნებში (ამ ქვეყნების სია წინასწარ შეთანხმებულია) . და გამოჰყავთ საშულა არითმეტიკული. ამასთან, პროდუქტი თავისუფლად შეიძლება გაიყიდოს უფრო დაბალ ფასში, ვიდრე მაქსიმალურ ფასია. ქვეყნები, რომლებიც შედის ფასების შედარების ჯგუფში, არის: შვედეთი, ფინეთი, დანია, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ავსტრია, ბელგია და ირლანდია.
მედიკამენტის ფასის დადგენისას, შედარება ხდება ამ მედიკამენტების ძირითადი შემადგენელობის მიხედვით, თუკი ეს მედიკამენტი იმ ქვეყანაში სხვა სახელით გამოდის. ფასები იღება იმ ქვეყნის ვალუტაში და ხდება მათი კონვერტაცია, ბოლო ექვსი ექვსი თვის საშუალო გაცვლითი კურსით
მედიკამენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ სავალდებულო გადაუდებელ მარაგს საბითუმო მოვაჭრეებისთვის, ემატება ფასის 1% -ს,. მაგალითია მზა ადრენალინის ინექციები.
ფასების გადახედვა ხდება ყოველი წლის ბოლოს რომ ქვეყანა დარწმუნდეს რომ ფასების დონე შესაბამის დონეზე რჩება შესაბამის ქვეყნებთან შედარებით.
თუკი ბაზარზე არის ჯენერიკის საშუალება, მაშინ მისი ფასი ითვლება იმ ფასის გარკვეული პროცენტით, რომელიც ამ მედიკამენტს ჰონდა ჯენერიკის გამოჩენისას. შემდეგ ფასი კიდევ ორჯერ იკლებს 6 თვის და 12 თის შემდგე, რაც დასახელებული ჯენერიკი შემოვიდა ბაზარზე. აფთიაქებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ მარაგში თუნდაც ერთი დასახელება ასეთი მედიკამენტისა რომ იყოს საშუალება მისი მომხმარებლისათვის მიწოდებისათვის.
შესაძლებელია სხვა ვარიანტებიც, მთავარია ჯანდაცვისთვის მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს მთავარი და არა ბაზარი და შემოსავლები”
კომენტარები