საქართველოში კარანტინის რეჟიმში მყოფ პირთა რიცხვი 4055-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გუშინდელთან შედარებით, კარანტინში მყოფთა რიცხვი დაახლოებით 700-ით არის გაზრდილი. გუშინ კარანტინში 3320 პირი იყო.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, საქართველოში, დღეის მონაცემებით, კორონავირუსის სულ 66 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან ცხრა პირი უკვე გამოჯანმრთელდა.
კომენტარები