საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 02:47 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ცნობისთვის, 15 აგვისტოდან დღემდე საქართველოში 6 მიწისძვრა მოხდა. ექვსივეს ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.
კომენტარები