“ალიას” ესაუბრება ევროპაში მცხოვრებ ქართველ ექიმს, გიორგი მანჯავიძეს რომელმაც გუშინ სოციალურ ქსელში, დაწერა, რომ საქართველოში მალე აფეთქდება კორონავირუსი, რადგან არ ვიცავთ უსაფრთხოების ნორმებს. გიორგი ახლა ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ფიზიოთერაპევტია.
-რა დარღვევები ჩანს ყველაზე მეტად გარედან?
-ბევრია, საზღვრებთან დაკავშირებული დარღვევებით დავიწყებ. მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, არა მარტო საჰაერო, საზღვაოც და სახმელეთოც, 2 კვირაზე მეტი აქვს ინკუბაციის პერიოდი დაავადებას, თავიდან იყო საუბარი, რომ 14 დღის მერე ვლინდება, მაგრამ ორგანიზმზეა დამოკიდებული და მეტიცაა ზოგ შემთხვევაში.
იტალიასთან ფრენა ბევრმა ქვეყანამ შეწყვიტა, სამწუხაროდ, გაუგებარი მიზეზების გამო, საქართველოს მთავრობა, არც კი განიხილავს.
რაც შეეხება აეროპორტებს, როგორ წარმოგიდგენიათ თერმომეტრი დაადო შუბლზე და დაადგინო, აქვს თუ არა ვირუსი? დავუშვათ სიცხე არა აქვს და ვირუსი აქვს – მერე? ან სიცხე აქვს და არა აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები?
-რა არის ვირუსის დადგენის ოპტიმალური გზა?
– მომზადებული პერსონალი, პირველ რიგში, რომელიც ძირფესვიან გამოკითხვას ჩაატარებს, სად იყო, ვისთან იყო, რასთან ჰქონდა შეხება. ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი გამოკითხვა – სპეციალური ფორმებია შემუშავებული ამისათვის, სამწუხაროდ, როგორც ვიცი და პრინციპში ღიადაც რაც ჩანს, ასეთი გამოკითხვა არ უტარდება მგზავრებს
მეორე – თერმული სკანერი – რომელიც, ჯერ ერთი ამცირებს ექიმის შემხებლობას მგზავრთან და მერეც გაძლევს მეტ ინფორმაციას.
-გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგ ქვეყანაში იყენებენ ტომოგრაფიას და არა რენტგენს, სრული სურათის სანახავად, როცა ნიშნებია ვირუსის.
-ალბათ, გულისხმობთ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, კი, მაგ შემთხვევაში უკვე ყველა ორგანოს დათვალიერება უკეთ ხდება.
-საკარნტინო სივრცეზე უნდა გკითხოთ, კარანტინი მოწყობილია სასტუმროში…
-თავად კითხვაშია პასუხი, როგორ შეიძლება საკარნტინო სივრცე იყოს სასტუმროში? საიდანაც აქვთ გასვლის უფლება, თუნდაც აივანზე? და მერე, კარანტინი რომ მორჩება და ამ ადამიანებს გამოუშვებენ – სასტუმროს რას უშვრებიან?
თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოში არ არის გავრცელებული კორონავირუსი?
-არ ვიცი, გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ ჯანდაცვა უარჰყოფს.
-მალავენ და არ აპირებენ თქმას, სანამ მეტი დაინფიცირებული არ იქნება და ფიზიკურად შეუძლებელი გახდება დამალვა. უსმინეთ გუშინდელი განცხადება? რისკები გაიზარდაო, რომ ისაუბრეს? ჯერ მწვანე ზონაში ვიყავით და არ იყო საშიში, ახლა არ ვართ მწვანე ზონაში და რისკები გაიზარდა, მაგრამ მაინც არ არის საშიშიო.
მე კიდევ მაქვს ინფორმაცია, რომ იმ 4 ირანელს, რომლებზეც თქვეს რომ არა აქვთ ვირუსი – სინამდვილეში აქვთ კორონავირუსი და გადაიყვანეს სპეციალურ ბოქსებში. სად ჰყავთ, სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ არ ვიცი.
– საჩხერეში?
-მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი ეგ ზუსტად და ტყუილს ვერ ვიტყვი.
-ინფორმაცია, რომ დაინფიცირებულნი არიან ირანელები ექიმებმა მოგაწოდეს?
-არა. ეს ინფორმაცია ერთმა პოლიტიკოსმა მომაწოდა, რომელსაც შეხება აქვს ამ სფეროსთანაც.
სამწუხაროდ, ის ექიმები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ხმას ვერ იღებენ, გარდა სამსახურის დაკარგვისა, ეგრევე დაუდებენ პოლიტიკურ სარჩელს და ნაციონალობას დააბრალებენ. რა შუაშია პოლიტიკა, როცა ასეთი საფრთხის წინაშე ვდგავართ?
მატარებელში იმ ორ ჩინელს კორონავირუსი არ აღმოაჩნდაო, თქვეს. ანალიზის აღებას იმ პერიოდში ვერ მოასწრებდნენ და როგორ დაადგინეს? კარგი არ აღმოაჩნდა იმ ორ ჩინელს ვირუსი – რატომ ჩაუტარდა მთელ მატარებელს დეზინფექცია? მაინტერესებს, თუ მხოლოდ ტემპერატურა და სურდო აქვთ, რატომ ჩაუტარდა მატარებელს დეზინფექცია? თავს იდებილებენ, თუ ჩვენ გვადებილებენ?
საუბრობენ მომატებულ რისკზე და ქვეყანაში პირბადეების პრობლემაა, ახლა გავრცელდა ინფორმაცია გაძვირდა კიდეც პირბადეებიო და რატომ იყიდება საერთოდ? – დაარიგონ!
ევროპას ნუ შეედრებიან, ევროპელის და ქართველის შემოსავალი ერთია? თუმცა, აქ თავად სატრანსპორტო კომპანიებმა დაარიგეს პირბადეები.
–რა რეკომენდაციები მისცეს ევროპელ ექიმებს?
ყველაზე მეტად რა იყიდება იცით? საპონი! ოღონდ არა თხევადი, არა სურნელოვანი, აი, სარეცხ საპონს რომ ეძახიან, მოზრდილი ზომის რომ არის, ის. იცით რატომ? ხელების დაბანას რომ ურჩევ ადამიანს, ისიც უნდა ურჩიო რით სჯობს რომ დაიბანოს! სანახევროდ არ უნდა ურჩიო.
ადამიანებს ექიმები აძლევენ რეკომენდაციებს, რომ ზედა კიდურების, სახის დაბანა მოხდეს სწორედ ამ საპნით.
– თქვენ ნანახი გექნებათ, როგორ ხდება ტრანსპორტირება ევროპაში და ტელევიზიით ნანახი გექნებათ, როგორ ხდება, ჩვენთან. გარდა ამისა, ევროპის ქალაქების რეკომენდაციაა, პაციენტმა, რომელსაც აქვს ვირუსის ნიშნები, დარეკოს მხოლოდ ცხელ ხაზზე და არ გამოიძახოს სასწრადო, არ მივიდეს, კლინიკაში, ჩვენთან დღესაც გაავრცელეს ინფორმაცია, თუ ვირუსის ნიშნები გექნებათ, კლინიკაში მიბრძანდითო.
-სრულიად განსხვავებული სურათია. თუ იქნება იმის ეჭვი, რომ დაინფიცირებული ადამიანი უნდა გადაიყვანონ, 200 მეტრი რადიუსში ბუზიც ვერ შეფრინდება, ტერიროტია არის დაცული სრულად, არც მოქალაქეს მოუვა თავში აზრად მიახლოება და არც არავინ მოგცემს ამის უფლებას.
საქართველოში რა ვნახე, მივიდა ადამიანი, გააღო კარი და შევიდა იქ, სადაც წამის წინ, კორონავირუსის ნიშნებით ადამიანი შეიყვანეს.
იმისათვის, რომ დაინფიცირებული, ან სავარაუდოდ დაინფიცირებული გადაიყვანონ, ექიმები აღჭურვილნი არიან სპეციალურ ფორმით და არა პირბადით და სათვალით მხოლოდ, გამოყოფილია სპეციალური მანქანები, პაციენტის გადაყვანა ხდება იზოლირებულად, აცმევენ მასაც სპეციალურ მოწყობილობას და ისე გადაჰყავთ.
ჩვენთან სასწრაფოს ექიმები მიდიან გამოძახებაზე, სასწრაფოს მანქანით და რას უშვებიან მერე იმ მანქანას? ექიმებსაც საფრთხის ქვეშ აგდებენ, მძღოლსაც, პაციენტსაც, გამვლელსაც…
სპეციალური ფორმის გარეშე რომ მიდის ექიმი, სათვალით და ნიღაბით, მერე იმ ტანსაცმელს რას უშვება? იმ ტანსაცმელით მიდის მეორე პაცინეტთან? მატარებელს ჩაუტარდა დეზინფექცია, ვირუსი არ აღმოაჩნდათ, მაგრამ მაინც ჩაუტარდაო და სასწრაფოს მანქანას და სასწრაფოს ექიმს, თავისი ტანისამოსიანად, არ სჭირდება დეზინფექცია?
ასე მგონია, სპეციალურად აკეთებენ ყველაფერს, რომ ვირუსი ფართოდ გავრცელდეს, თორემ, რატომ არ აკეთებენ განცხადებას, როგორ მოიქცეს მოქალაქე პრევენციისთვის? ხომ იძახიან არ არის საქართველოში კორონავირუსის შემთხვევაო? პრევენციას მიმართონ!
-ამბობენ, რომ კონკრეტული ასაკობრივი ზღვარისთვის უფრო სახიფათოა ვირუსი.
-ეგ თავისთავად, ადამიანები, რომლებიც არიან ასაკში, როგორც წესი, ვერ დაიკვეხნიან კარგი იმუნიტეტით და სწორედ ამიტომ, შეიძლება ადვილად დაინფიცირდნენ, ვიდრე ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ეწევიან ჯანსაღი ცხოვრების წესს და აქვთ კარგი იმუნიტეტი.
რატომ არ აფრთხილებენ ადამიანებს, ვისზე უფრო მეტად შეიძლება გავრცელდეს და ვინ უნდა იყოს უფრო ფრთხილად?
-ვინ?
-ადამიანები, რომელბსაც აქვთ სტაფილოკოკური პრობლემები. არ ჩამოვთვლი, ბევრია ამ ტიპის დაავადება და ყველა ადამიანი, რომელმაც იცის, რომ სტაფილოკოკური დაავადება აქვს, განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყოს.
ასევე, რატომ არ აფრთხილებენ ადამიანებს, რომ იმუნური სისტემის გაძლიერებას უნდა შეუწყონ ხელი?
-მაგალითად?
-არა, მე წამლებს ვერ დავასახელებ, ვერც წამალს გავუკეთებ რეკლამას, ვერც აფთიაქს, თავად უნდა დაასახელონ რამდენიმე ტიპის წამალი.
მე შემდეგი რჩევები მაქვს, გაგეცინებათ და მამა-პაპური და აღმოჩნდა, რომ ევროპაშიც აქვთ ექიმებს ასეთი რჩევები:
პრევენციისთვის – ხახვი, ნიორი და მცირე ოდენობით ძმარი, საკვებზე შეგიძლიათ მოისხათ.
კარგი იქნება ოთახში გაჭრილი ხახვი დადოთ.
სასურველია, გარედან რომ შემოხვალთ, ტანი სპირტით გაიწმინდოთ. იატაკის მოსაწმენდად კი ძმრიანი წყალი გამოიყენთ.
ეს ყველაფერი არის პრევენციისთვის, თუმცა, თუ გექნებათ ვირუსის ნიშნები – უკვე ექიმს უნდა მიმართოთ. ისევე როგორც, ახლაც შეგიძლიათ ექიმს მიმართოთ და იმუნიტეტის გასაძლიერებელი წამლები დაანიშნინოთ.
,,ალია”
კომენტარები