საქართველოში კორონავირუსის მორიგი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, 15 ტესტირებული პაციენტიდან, კორონავირუსზე 14-ის პასუხი ნეგატიურია, ხოლო ერთი დადებითი.
ეზუგბაიას ინფორმაციით, აღნიშნულ პაციენტს, ბოლო დადასტურებულ 3 პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. ის კარანტინში არ იმყოფებოდა, თუმცა იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და მან ინფექციურ საავადმყოფოს, ჩივილებით გუშინ მიმართა. ეზუგბაიას თქმით, პაციენტის კვლევის შედეგი დღეს გახდა ცნობილი. მას განმეორებითი ანალიზი ჩაუტარდება. მარინა ეზუგბაია პაციენტის სქესს და ასაკს არ აკონკრეტებს.
აღნიშნული შემთხვევა მთავრობის მერ შექმნილ საიტზე stop.cov.ge ამ დრომდე არ ასახულა.
კომენტარები