დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან ინფიცირებულების 6%- ს სიმპტომები არ უფიქსირდებოდა.
COVID-19- ის შემთხვევების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ქვემო ქართლში, ყველაზე დაბალი კი, შიდა ქართლსა და იმერეთში. თბილისის, აჭარის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონები შუალედურ პოზიციას იკავებენ.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების COVID-19–ით დაინფიცირება დადასტურებული შემთხვევების 13%-ია. ეს კვლევა 30 იანვრიდან 11 მაისამდე პერიოდს ეხება.
კომენტარები