საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 746 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა stopcov.ge-ზე.
ამავე ვებგვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, გაიზარდა განკურნებულთა რაოდენობაც.
კორონავირუსი კიდევ 3-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 576-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 12 ადამიანია გარდაცვლილი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
კომენტარები