საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 246 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 613.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 124-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 721 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 090-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კომენტარები