საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში კორონავირუსისგან ჯამში 9 პაციენტია განკურნებული.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მთლიანობაში 66-ია. stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 ადამიანი,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235.
კომენტარები