გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში კორონავირუსის COVID-19 ტესტირება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ლაბორატორიის დირექტორი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც იგი ამბობს, ისინი ელოდებიან, რომ მარტის შუა რიცხვებამდე კორონავირუსიდადასტურდება.
„დიახ, ეს ტესტი მარტო ჩვენთან კეთდება, სხვა არცერთ კერძო ლაბორატორიას არ აქვს ამის შესაძლებლობა.
ამ ტესტის გასაკეთებლად არ გჭირდებათ ვინმესგან ნებართვა ან უაზრო რიგებსა და პროცესებში გახლართვა.
ჩვენთან ( ლაბორატორიაში) ჯერ არ დაფიქსირებულა, თუ დაფიქსირდება ამას ვიტყვით. ასე არის სწორი. მოეწონება ეს ვინმეს თუ არა.
დიახ, ველოდებით რომ მომავალი კვირის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე დაიწყებს ვირუსის შემთხვევები დადასტურებას.
ნაკურთხი წყალი და ლოცვები ვირუსს არ შველის, თუმცა სულზე ზრუნვა ნამდვილად მნიშვნელოვანია“, – წერს გიორგი ჩალაძე.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 715-მდე გაიზარდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა ჩინეთში 78 000-ს გადააჭარბა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 29 700-ს აღწევს.
კომენტარები