საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 170 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 პირი.
ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 170 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
კომენტარები