ამ ეტაპზე გვყავს 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ მათგან 3 შემოტანილია უცხოეთიდან: 2 სომხეთიდან და 1 თურქეთიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„ამ ეტაპზე გვყავს 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ მათგან 3 შემოტანილია უცხოეთიდან: 2 სომხეთიდან და 1 თურქეთიდან. ამ ადამიანებს კორონავირუსი იქ დაუდასტურდათ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები არიან და აქ გაივლიან მკურნალობას. ეს 3 შემთხვევა ცალკე უნდა განიხილებოდეს. შესაბამისად, გამოდის, რომ 24 საათის განმავლობაში გვყავს 2 ახალი შემთხვევა. დღე-ღამის განმავლობაში 15 პაციენტდან ჩატარდა ტესტირება და ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. ჩვენ ახლა გვყავს 35 დადასტურებული შემთხვევა გვყავს და 38 უკვე განიკურნა. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, 3 პრობლემური პაციენტი გვყავს, მაგრამ მათი მდგომარეობა არ უარესებულა. ჩვენთან მხოლოდ 3 პაციენტის წყარო არაა ცნობილი, მაგრამ ისინი ძველი პაციენტების კონტაქტები არიან. დღეს ვატარებთ მონიტორინგს იმ პაციენტებს, რომლებსაც უკვე გატარებული დღეების მიხედვით გამოჯანმრთელება უწევთ და ვნახოთ, როგორი იქნება შედეგები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
კომენტარები