კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალი, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის პერინატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
„დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის პერინატალურ მიმართულებაში მეორე ორსული გამოჯანმრთელდა SARS-COV2 -ი ვირუსით ინფიცირებული. ორსულობა პროგრესირებს და ორსული დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერება ბინაზე. მადლობა ჩვენი გუნდის ყველა წევრს“,- წერს ჟორჟოლიანი.
კომენტარები