კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა. ინფექციისგან საქართველოში სულ 98 პაციენტია გამოჯანმრთელებული, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს კლინიკებში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 313 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში – 5015 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573.
კომენტარები