საქართველოში კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 237 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არ გარდაიცვალა არც ერთი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 312 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 223, „პისიარ“ ტესტით – 2 089.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,69%, ბოლო 14 დღის – 1,01%, ბოლო შვიდი დღის – 0,87%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 655 098 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 637 037 გამოჯანმრთელდა, 16 807 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 882 075 აცრა, დღიურად აცრილია 1 110.
ამასთან, 29 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 280 პაციენტი, გარდაიცვალა ორი ადამიანი.
კომენტარები