საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი, ხოლო პირი 3 539 გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 490 462-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6 483 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 429 190 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.14%.
კომენტარები