ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში კვებითი აღდგენითი თერაპიის გამოცდილება საერთოდ არ არსებობს, რაც ჩატარდა გორის ჰოსპიტალში მივიღეთ მხოლოდ პაციენტისათვის საზიანო შედეგი. შესაბამისად, ახლა ეს არის მედიცინის თამაში, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში და „ვივამედში“ ატარო აღდგენითი კვებითი თერაპია. კატეგორიულად ვითხოვთ ინსტრუმენტულ კვლევას, რომელიც დღემდე არ არის ჩატარებული.
პაციენტი უნდა იყოს სასწრაფოდ გადაყვანილი საზღვარგარეთ, ადეკვატური დიაგნოსტიკა მკურნალობისთვის. პაციენტთან უნდა იქნეს დაშვებული ექსპერტთა ჯგუფი, რათა ჩატარდეს მედიცინის სტანდარტებთან შესაბამისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
კომენტარები