დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება –
„გაძლიერებულია ზედამხედველობა ვირუსულ დაავადებებზე. ჯერჯერობით ერთი შემთხვევა უარყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს”, – აცხადებს გამყრელიძე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 5 მაისს დაადასტურა მაიმუნის ყვავილის 780 შემთხვევა მსოფლიოს 27 ქვეყანაში. მონაცემები არ მოიცავს შემთხვევებს აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება ენდემურია.
კომენტარები