საქართველოში მცირეა მედიკოსების ინფიცირების ხარისხი და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასეც გაგრძელდება, – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია.
მისი თქმით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი 22 ინფიცირებულიდან ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია. მარინა ეზუგბაიას თქმით, მედიკოსების ინფიცირების მცირე რაოდენობა მიუთითებს, რომ საქართველოში ექიმები შეძლებისდაგვარად იცავენ იმ წესებს, რომელიც ინფიცირების რისკს ამცირებს.
საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში – 5256 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 548 ადამიანი რჩება.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
კომენტარები