გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი:
„მეგობრებო
საქართველოში მიდის პუტინის საქმის კეთება.
და როგორ.
ევროპამ დააწესა სანქციები საბანკო ტრანსაქციებზე.
ბელორუსიის და რუს მოქალაქეებს ანგარიშები ეყინებათ, ახალი ანგარიშები არ ეხსნებათ და გადარიცხვები არ მოსულა არც რუსეთიდან და არც რუსეთში.
ამ სანქციას უნდა შეუერთდნენ ქართული ბანკებიც.
სირცხვილია უბრალოდ რომ ჩვენთან ჩვეულებრივ უხსნიდნენ ანგარიშებს, აგზავნიდნენ ფულს და ევროპა ამას კრძალავდეს.
არსებობენ კომუნისტების დროინდელი სუფთა დემაგოგები, რომლებიც ეწევიან რუსულ პროპაგანდას, რომ რუსეთსო ეს საქართველოში გადმორიცხული ფული დააკლდებაო და ვალიუტა გადის ქვეყნიდანო.
ესაა დემაგოგია, სიცრუე და პუტინის საქმე.
რუსულ ანგარიშებზე ფული არის დალუქული, დაყადაღებული და მას ვერც პუტინი და ვერც პეტრე ვერ მოიხმარს.
ის გაყინულია და ითვლება უკვე ,,შავ ფულად,,
ამ ფულის გათეთრება სურს პუტინს.
ამ ფულის ამოძრავება და გამოყენება სურს პუტინს.
პუტინს აქვს გეგმა და მოქმედებს ძალიან ადვილად გასაშიფრი გეგმით.
პუტინმა აკრძალა 5000 დოლარზე მეტის გადარიცხვა ერთი ანგარიშიდან თვეში.
ჯერ ერთი და რომელ რუსს აქვს იმდენი ფული, რომ თვეში 5.000 დოლარი ურიცხოს ახლობელს უცხოეთში?
მხოლოდ ძალიან მდიდარს, ანუ, პუტინის სისტემის ადამიანს.
მეორეც, ეს შეზღუდვა არის ცალმხრივი, ანუ, რუსეთიდან მოდის და თუ ვინმეს აქვს უცხოეთში ანგარიში და პუტინის სისტემამ დართო ნება, ის ამ ანგარიშზე რუსეთიდან გადმორიცხავს რამდენსაც სურს.
აი ესაა ხრიკი.
ის 5.000 დოლარის შეზღუდვა, რუსეთის მიერ დაწესებული ეს ცალმხრივი შეზღუდვა არის მოსახლეობისათვის პროპაგანდა, რომ რუსეთში პუტინი ახლა მდიდრების ქონებას ,,ყინავსო,, და ვალიუტას არ აგზავნინებსო.
სვიფტიდან გათიშვის მერე, შეიგნეთ, რომ ეს ვალიუტა რუსული ბანკების ანგარიშებზე არის მაინც გაყინული, გამოუსადეგი პუტინისათვის.
თუკი საქართველო დართავს რუს მოქალაქეებს ამ საბანკო აქციების, ტრანსაქციების უფლებას, აი მაშინ გაცოცხლდება ის რუსული ვალიუტა.
ეს არის დანაშაული.
რუსეთისათვის ის ფული, სანამ უმოძრაოა, მაინც დაკარგულია და ნუ დაეხმარებით ქართული ბანკები ამ ფულის ამოძრავებაში.
ნუ წამოეგებით რუსულ და საბჭოური სისტემის ,,სპეცების,, პროპაგანდას, რომ რუსეთი ამ გადარიცხვებით ვალიუტას დაკარგავსო და გაღარიბდებაო.
არაა ასე.
კიდევ ერთხელ, ის გაყინული ფული, მინიმუმ დროებით დაკარგულია.
რა სისტემა და მექანიზმი გაქვთ ქართულ ბანკებს, რომ რუსი, პუტინი ვიღაც მის ქვეშემდომრებს დართავს ნებას და უცებ ვიღაცა ბელორუსის თუ რუსის თბილისში ახალ გახსნილ ანგარიშზე გადმოირიცხება მილიონები და ეს მილიონები მერე წავა დასავლეთში, უცხოეთში, ვიღაცეების დასაფინანსებლად, აგენტურის დასაფინანსებლად, დიდი მდიდარი ტიპების შვილებისა და საყვარლების დასაფინანსებლად, ან კიდევ სადმე სხვა არხებში გაქრება და ვინ იცის იმ ფულით რა დაფინანსდება?
არ იყიდება ყველაფერი ფულზე და ნუ გაღორდებით, ნუ დახამდებით რუსული ფულის იმ მინიმალურ ნაკუწს, რომელსაც ამ გამყიდველური ტრანსაქციისათვის მოგიგდებენ.
ნორმალური მსოფლიოს მიერ დაწასებული სანქციების დარღვევა არაა არც ლამაზი და არც გამოეპარება არავის ევროპაში.
იმის გამო რომ ფრენების შეწყვეტის მერე თბილისიდან ზიდეთ და ზიდეთ რუსი ოკუპანტები უცხოეთში, იმ ზელესნკიმ, ახლა რომ თქვენი გმირი გაიხადეთ, გაიწვია ელჩი და ევროპასაც არ გამორჩენია საქართველოს ეს უღირსი საქციელი.
და ახლა ბანკებით ჟონგლიორობთ.
ნუ გაყიდით სინდისის უკანასკნელ ნაკუწს რუსულ კოპეიკებზე.“
კომენტარები