ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც სომხეთიდან საქართველოში მოემგზავრებოდნენ, ერევანში დააბრუნეს რესპირატორულ ვირუსთან დაკავშირებული ეჭვის გამო. ამჟამად ისინი ერევანში, ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან.
სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ერთ მათგანს ტემპერატურა არ აქვს, მეორეს კი ამ დრომდე გამოკვლევები უტარდება.
„ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი დაკვირვების ქვეშ არიან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იზოლირებულ განყოფილებაში,“ – აცხადებს ლიანა ტოროსიანი.
კომენტარები